ბანანისა და შოკოლადის ნაყინი

ინგრედიენტები

  • ბანანი 3 ცალი
  • შავი შოკოლადი 200 გრ

მომზადება

დაჭერით ბანანი თხელ რგოლებად და მოათავსეთ საყინულეში 2-3 საათი. შოკოლადი დაამტვრიეთ პატარა ნაჭრებად და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. დააბლენდერეთ ჯერ გაყინული ბანანი, დაამატეთ შოკოლადი და კვლავ განაგრძეთ თქვეფა, როცა ერთგვაროვანი მასა გახდება მოათავსეთ პატარა სილიკონის ფორმებში და გააჩერეთ საყინულეში მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით!