სალათი წიწაკითა და მოცარელათი

ინგრედიენტები

  • 3 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი ძმარი
  • 3 დიდი პომიდორი
  • 2 მსხვილი ნაჭერი ყველი მოცარელა
  • 100 გრ გახეხილი პარმეზანი
  • მარილი, წიწაკა
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

გაასუფთავეთ წიწაკა და დაჭერით თითოეული 4 ნაწილად, დაასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე 10-15 წუთი. შემწვარს კვლავ მოასხით ზეითუნის ზეთი და ძმარი. პომიდორი და მოცარელა დაჭერით წვრილად. აურიეთ პომიდორი, მოცარელა, წიწაკა, დაამატეთ გახეხილი პარმეზანი, მოასხით ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!