ძროხის ხორცი სოკოთი და კარტოფილის პიურეთი

ინგრედიენტები

  • ძროხის ხორცი - 800 გრ
  • ქამა სოკო - 100 გრ
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • ყველის ნაჭერი (ინდივიდუალურ შეფუთვაში) - 8 ცალი.
  • პატარა ხახვი - 2 ცალი. პიურესთვის:
  • კარაქი - 1 სუფრის კოვზი
  • რძე - 1 ჭიქა
  • ნიორი - 4 კბილი
  • კარტოფილი - 1 კგ
  • მდნარი ყველი - 250 გრ
  • მარილი - გემოვნებით

მომზადება

სოკო დაჭერით წვრილად, ხახვი ნახევარწრეებად, ხორცისგან კი 8 ნაჭერი გამოიყვანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ზეთში მოშუშეთ ხახვი 6 წუთის განმავლობაში, დაამატეთ სოკო და შეწვით ერთად. მოათავსეთ ფოლგაში ხორცის თითოეული ნაჭერი, მოაყარეთ სოკო, დაადეთ ყველი თავზე და გაახვიეთ ფოლგაში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. კარტოფილი გაასუფთავეთ და მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. რძე და მდნარი ყველი შეურიეთ დაა აადუღეთ, დაამატეთ კარაქი და დაჭყლეტილი ნიორი, კარტოფილი ასრისეთ და დაამატეთ აღნიშნული ნაზავი. მიირთვით ხორცთან ერთად. გემრიელად მიირთვით!