სოკოს ტოლმა

ინგრედიენტები

  • ბრინჯი 1 სუფრის კოვზი
  • ტყის სოკო 200 გრ
  • ხახვი 2 ცალი.
  • სტაფილო 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • კომბოსტო 1 ცალი
  • ტომატი 2 სუფრის კოვზი
  • გამხმარი კამა 1 ჩაის კოვზი
  • წიწაკა 5 ცალი.
  • დაფნის ფოთოლი  2 ცალი
  • მარილი 1 ჩაოს კოვზი
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად. სოკო წვრილად დაჭერით და შეწვით ხახვთან ერთად. შეურიეთ ბრინჯი და შემწვარი სოკო ერთმანეთს, დაამატეთ კვერცხი, კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კომბოსტოს მოაცალეთ ფურცლები და რბილი ნაწილი მოხარშეთ. მოათავსეთ მიღებული მასა ( 2 სუფრის კოვი) და გადაახვიეთ კონვერტის მსგავსად. ხახვი და სტაფილო მოშუშეთ, დაამატეთ ტომატი და კვლავ განაგრძეთ შეწვა 5-7 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ცოტა წყალი, დაფნის ფოთოლი, კამა და მასში მოათავსეთ ტოლმა. დადგით ნელ ცეცხლზე 20-25 წუთი. გემრიელად მიირთვით!