ყველიანი ბლინები

ინგრედიენტები

  • ყველი 150 გრ
  • რძე 1.5 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი.
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0.5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • კამა 10 გრ

მომზადება

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად. დაასხით თბილი რძე, დაამატეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ და დაასხით გამაფხვიერებლიან ფქვილს. დაამატეთ ზეთი. თუ ძალიან სქელი იქნება, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თბილი რძე ან წყალი. შეწვით ბლინი ორივე მხარეს ზეთიან ტაფაზე. გემრიელად მიირთვით!