ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გრ
  • 40 გ მწვანე ხახვი
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი
  • კამა
  • 150 გრ რუსული ყველი
  • 2 ბადრიჯანი
  • ნიორი - 2 კბილი

მომზადება

ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე. ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ნაჭრებად და ზეთიან ტაფაზე შეწვით ღუმელში 10 წუთი. ღუმელი არ გათიშოთ.ყველი გახეხეთ, ნიორი წვრილად დაჭერით, წვრილად დაჭერით ასევე მწვანილი. ხაჭოს აურიეთ 100 გრამი ყველი, ნიორი, მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ.  ბადრიჯნის ნაჭერზე მოათავსეთ ერთი კოვზი მიღებული მასა, დაადეთ მეორე ბადრიჯანი თავზე და გადაახვიეთ კონვერტის მსგავსად. ასე გაიმეორეთ სხვებზედაც და თავზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი. შედგით ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!