კვერცხი შოტლანდიურად

ინგრედიენტები

  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • 400 გრ გატარებული ხორცი
  • ოხრახუში
  • 200 გრ ახალი პურის ნაჭრები
  • 4 ცალი მოხარშული კვერცხი
  • ნიორი - 2 კბილი
  • კამა
  • მარილი
  • კვერცხი -  1 ცალი

მომზადება

ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, მწვანილიც წვრილად დაჭერით. გატარებულ ხორცს დაამატეთ ხახვი, ნიორი, მწვანილი, და დაფშვნილი პური. ასევე კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ. მოხარშული კვერცხი გაასუფთავეთ და ფარშში გაახვიეთ ( უნდა ჰქონდეს კვერცხის ფორმა). ტაფაზე დაასხით ზეთი, კარგად გააცხელეთ და შეწვით ყველა მხრიდან 8-9 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!