ქამა სოკო ქათმის ხორცითა და არაჟნით

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 600 გრ
  • მოხარშული ქათმის ხორცი - 150 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • პატარა ხახვი - 1 ცალი
  • დაჭრილი კამა და ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ქაში (კრუპა) - 4 სუფრის კოვზი
  • არაჟანი - 200 გრ
  • თეთრი მშრალი  ღვინო - 50 მლ
  • მარილი - გემოვნებით
  • მდნარი ყველი- 150 გრ

მომზადება

სოკო გაასუფთავეთ. ძირები კი დაჭერით წვრილად. ხორბლის კრუპა მოხალეთ მშრალ ტაფაზე 4 წუთი, შემდეგ მოათავსეთ ქვაბში და მარილიან წყალში მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. წყალი გადაღვარეთ. ხახვი დაჭერით წცრილად, ქათმის მოხარშული ხორცი კი პატარა კუბებად. ხორცი, მწვანილი,ხორბლის ქაში, კვერცხი, ხახვი, სოკოს დაჭრილი ძირები აურიეთ ერთმანეთში, დააყარეთ მარილი და პილპილი. გატენეთ სოკო მიღებული მასით. თავზე მოაყარეთ ყველი, მოაწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. არაჟანი და მშრალი ღვინო აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოასხით სოკოიან ტაფას. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!