კარტოფილი არაჟანში

ინგრედიენტები

  • წყალი
  • კამა
  • არაჟანი (ცხიმის შემცველობა 20% -25%) - 5-6 სუფრის კოვზი
  • გახეხილი ყველი
  • საშუალო ზომის კარტოფილი  - 5-6 ცალი.
  • დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი.
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი
  • ხახვი - 1 ცალი

მომზადება

ტაფაზე დაასხით 1,5-2 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ წყლიან ტაფაზე და ადუღეთ. შემდეგ წვრილად დაჭერით ხახვი და ისიც დაამატეთ, გედგად ცეცხლზე 10 წუთი. დაამატეთ მარილი, არაჟანი და კვლავ გედგათ 15 წუთი. შემდეგ დაფნის ფოთოლი, გახეხილი ყველი, პიპილი. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით. წყალი შეგიძლიათ დაასხათ უფრო ცოტა ისე, რომ სქელი სოუსი მიიღოთ. გემრიელად მიირთვით!