ქათამი კარაქსა და რძეში

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300 გრ
  • კარაქი 30 გრ
  • რძე 1 ჭიქა
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება

ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.  გაადნეთ კარაქი ტაფაზე და მოშუშეთ ხორცი 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოსაცხობ ტაფაზე მოუსვით კარაქი, დაყარეთ მოშუშლი ხორცი გამდნარი კარაქიანად, რძე და არაჟანი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით ხორცს. შეწვით 200 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!