საზაფხულო სალათი კვერცხითა და კამით

ინგრედიენტები

  • 100 გრ კამა
  • 4-5 ცალი მოხარშული კვერცხი
  • ნიახური
  • 3 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 სუფრის კოვზი  ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

დაჭერით კამა წვრილად, გაასუფთავეთ კვერცხი და ისიც წვრილად დაჭერით, ნიახური დაჭერით კუბებად, შეურიეთ ერთმანეთ ნიახური, კვერცხი და კამა. მოასხით იოგურტი, მაიონეზი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ მაცივარში 1 საათი. გემრიელად მიირთვით!