ქათამი ნივრითა და კამით

ინგრედიენტები

  • 1 ქათამი მასით 1.2-1.4 კგ
  • 150 გრ კამა
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • 1 თავი  ნიორი
  • 250 გრ ცხიმიანი არაჟანი
  • გამდნარი კარაქი
  • ფქვილი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილ

მომზადება

დაჭერით ქათამი სასურველ ზომაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით კარაქიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ნიორი დაჭერით წვრილად, წვრილად დაჭერით ასევე მწვანე ხახვი და კამა. ქათმის ნაწილები მოათავსეთ ქვაბში ნიორთან და ხახვთან ერთად, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ კამა, არაჟანი, აურიეთ და კვლავ გედგათ ცეცხლზე 15 წუთი. გემრიელად მიირთვით!