სოსისი სიმინდისა და ხორბლის ფქვილში

ინგრედიენტები

  • სოსისი 350 გრ
  • ხორბლის ფქვილი 100 გრ
  • სიმინდის ფქვილი 100 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 50-100 მლ
  • მარილი 1 მწიკვი
  • შაქარი 1/2 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1/2 ჩაის კოვზი

მომზადება

ხორბლისა და სიმინდის ფქვილი აურიეთ, დაამატეთ მარილი, შაქარი, გამაფხვიერებელი. დაამატეთ ფქვილი და რძე. კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ სქელი ცომი. სოსისი ამოავლეთ ცომში. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ 150-170 გრადუსამდე და შეწვით ყველა მხრიდან მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გემრიელად მიირთვით!