კაკაოიანი კექსი

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • კეფირი 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 100 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაოს ფხვნილი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

კარაქი გაადნეთ. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ კეფირი, გამაფხვიერებელი და კარაქი. კარგად აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და კვლავ აურიეთ. შეგიძლიათ მიქსერით აურიოთ. მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად და ერთ ნაწილს შეურიეთ 3 კოვზი კაკაო, მეორე ნაწილს კი 3 კოვზი ფქვილი. გამოსაცხობ ფორმაში მონაცვლეობით ჩაასხით ჯერ თეთრი ფერის ცომი, შემდეგ კაკაოიანი და ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ფორმას არ შეავსებთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!