სპაგეტი ქათმის ხორცითა და სოკოთი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო 200 გრ
  • ხახვი 2 ცალი. (მცირე ზომის)
  • პომიდორი საკუთარი წვენით 400 გრ
  • ნაღები  150 მლ
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • ნიორი 2 კბილი ან გემოვნებით
  • ჯანჯაფილი  გემოვნებით
  • სპაგეტი გემოვნებით
  • ქათმის ხორცი 150 გრ (სურვილისამებრ)
  • მწვანილი სურვილისამებრ
  • ყველი სურვილისამებრ

მომზადება

ნიორი და ჯანჯაფილი გახეხეთ წვრილად. სოკო დაჭერით პატარა რგოლებად. ხახვი დაჭერით კუბებად. პომიდორს გაააცალეთ კანი და დაჭერით. (წვენი არ გადაღვაროთ) ქათმის რბილი ხორცი დაჭერით კუბებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი. დაყარეთ ჯანჯაფილი და ნიორი, ხახვი, სოკო და ქათმის ხორცი. დაელოდეთ მანამ, სანამ აღნიშნული ინგრედიენტები კარგად არ შეიწვება. დაასხით დაჭრილი პომიდორი საკუთარი წვენით და დაბალ ცეცხლზე გედგათ 10-15 წუთი. მოხარშეთ პასტა. ტაფაზე დაამატეთ ნაღები და მოხარშული პასტა, კარგად შეაზავეთ ინგრედიენტებთან, რამდენიმე წუთი კიდევ გედგათ ცეცხლზე და გადმოდგით. მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!