ტორტი ,,ბაუნტი"

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • კვერცხი 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 100 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კაკაოს ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩიას კოვზი კრემისთვის:
  • ქოქოსის ფანტელი 160 გრ
  • რძე 200 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • კარაქი 100 გრ მინანქრისთვის:
  • რძე 100 მლ
  • კარაქი 50 გრ
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • კაკაოს ფხვნილი 4 სუფრის კოვზი

მომზადება

ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და მოათავსეთ ქაღალდდაფენილ და ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში. ( 22 სმ დიამეტრის). გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. კრემისთვის: თასში მოათავსეთ კარაქი, ქოქოსის ფანტელი, შაქარი, რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ მანამ, სანამ არ გასქელდება. მინანქრისთვის: ქვაბში მოათავსეთ კარაქი, რძე, შაქარი, კაკაო და აადუღეთ. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. წაუსვით კრემი კარგად და დაადეთ მეორე ფენა. თავზე მხოლოდ მინანქარი მოასხით სქლად და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი. გემრიელად მიირთვით!