ალუბლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • ფქვილი 180 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • წყალი 60 - 70 მლ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/4 ჩაის კოვზი შიგთავსი:
  • ხაჭო 300 გრ
  • ფქვილი 50 გრ
  • შაქრის ფხვნილი 70 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ალუბალი 300 გრ
  • არაჟანი 200 გრ
  • შაქარი 30 გრ

მომზადება

ფქვილს შეურიეთ შაქარი და მარილი. გამოსაცხობად გვჭირდება 26სმ დიამეტრიანი ცხიმწასმული ტაფა ან გამოსაცხობი ფორმა. ფქვილში ამოავლეთ კარაქი და შემდეგ ჩაახეხეთ და კარგად აზილეთ. ცივ წყალშ ჩაასხით ლიმონის წვენი და ჩაასხით ფქვილში. მოზილეთ ცომი. მოათავსეთ საყინულეში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააბრტყელეთ და მოათავსეთ აღნიშნული ზომის ფორმაზე. კვლავ შეაბრუნეთ საყინულეში 40 წუთის განმავლობაში. ხაჭოს დაამატეთ ფქვილი, შაქარი, ვანილი და კარგად აურიეთ. შემდეგ კი მოათავსეთ ცომზე, მოაწყვეთ მთელი ალუბლები და შედგით გაზქურაში 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. არაჟანს შეურიეთ შაქარი და მოასხით თავზე ნამცხვარს. შეაბრუნეთ გაზქურაში ნახევარი საათი. გამომცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!