სპაგეტი ისპანახითა და ყველით

ინგრედიენტები

  • სპაგეტი 1 შეკვრა
  • ისპანახი
  • ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ყველი

მომზადება

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ სპაგეტი. ბლენდერში მოათავსეთ ისპანახი, 2-3 კბილი ნიორი, მცენარეული ზეთი, ცოტა წყალი (სპაგეტი რომელშიდაც მოიხარშა), წიწაკა, მარილი და დააბლენდერეთ. მოასხით სპაგეტს ისპანახიანი მასა და მოახეხეთ ცოტაოდენი ყველი. გემრიელად მიირთვით!