შოკოლადის ბლინები ბანანითა და მარწყვით

ინგრედიენტები

  • ბლინებისთვის: ფქვილი 95 გრ
  • კაკაო 20 გრ (3.5 სუფრის მოვზი)
  • შაქარი 20 გრ (2 სუფრის კოვზი)
  • რძე 250 მლ
  • კვერცხი (დიდი) 2 ცალი
  • ლუდი (მსუბუქი) 60 მლ
  • კარაქი (გამდნარი და ოდნავ გაცივებული) 30 გრ
  • მცენარეული ზეთი გამოსაცხობად შიგთავსისთვის:
  • ბანანი 3-5 ცალი
  • მარწყვი (სურვილისამებრ) 300 გრ
  • ნაღები (33-38% ცხიმის შემცველობა) 400-500 მლ
  • შაქრის ფხვნილი 6 სუფრის კოვზი შოკოლადის სოუსისთვის:
  • მწარე შოკოლადი (70%) 130 გრ
  • წყალი 250 მლ
  • ნაღები (33-38%) 125 მლ
  • შაქარი 70 გრ

მომზადება

თასში მოათავსეთ ფქვილი, დაამატეთ კაკაო და შაქარი, აურიეთ. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, კარგად აურიეთ, დაამატეთ გამდნარი კარაქი, შემდეგ ლუდი, კვლავ აურიეთ და მიღებული მასა დაასხით ფქვილიან და კაკაოიან ნარევს. აურიეთ და მიღებული ცომი გააჩერეთ მაცივარში 1 ღამე. ზეთიან ტაფაზე გამოაცხვეთ თხელი ფენები. მოამზადეთ შოკოლადის სოუსი: შოკოლადი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასში, დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და ნაღები. დადგით ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. 15-20 წუთში გადმოდგით. შიგთავსისთვის: ბანანი და მარწყვი გაასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად. თასში მოათავსეთ ნაღები, ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი. თითოეულ ბლინზე კუთხეში მოაწყვეთ მარწყვი და ბანანი, ხილს მოასხით ნაღებიანი მასა და გადაახვიეთ, თავზე მოასხით შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!