მარწყვის დესერტი იტალიურად

ინგრედიენტები

  • მარწყვი 500 გრ
  • წითელი ფორთოხალი 3 ცალი
  • შაქარი 3 ჩაის კოვზი (ან გემოვნებით)
  • ნახევარი ჭიქა ღვინო  (შეგიძლიათ მის გარეშეც) მეორე ვარიანტი-ლიმონის ნაზავით:
  • მარწყვი 500 გრ
  • შაქარი 15 გრ (ან გემოვნებით)
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადება

მარწყვი გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით ფორთოხლის წვენი და შაქართან და ღვინოსთან ერთად აურიეთ. დაამატეთ ცოტა ფორთოხალიც. გააჩერეთ მაცივარში ნახევარი საათი და გემრიელად მიირთვით! მეორე ვარიანტი: გარეცხეთ მარწყვი, გაასუფთავეთ და დაჭერით, აურიეთ შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად და გააჩერეთ მაცივარში ერთი ღამე. გემრიელად მიირთვით!