იტალიური ნაყინი მარწყვით

ინგრედიენტები

  • მარწყვი 300 გრ
  • კვერცხის გული 3 ცალი
  • შაქარი 120 გრ
  • ნაღები (ცხიმიანი) 200 მლ
  • პიტნა (სურვილისამებრ)

მომზადება

ბლენდერით ათქვიფეთ მარწყვი და მიიღეთ ბლანტი სითხე. კვერცხის გული და შაქარი ერთად ათქვიფეთ და დაამატეთ მარწვიანი მასა. კარგად აურიეთ. დადგით ცხელი წყლის ორთქლზე და ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ თასი, რომელშიდაც აღნიშნული ინგრედიენტებიაა მოთავსებული გადმოდგით, ჩადგით ცივ წყალში, მასა კი კვლავ დააბლენდერეთ. ცალკე ამოიყვანეთ ნაღები და კოვზით გადაურიეთ მარწყვიანი მასა. შეგიძლიათ შეურიოთ პიტნაც. მოათავსეთ გასაყინ ფორმაში და შედგით საყინულეში 3 საათი. გემრიელად მიირთვით!