ბლის ნამცხვარი
  იგრედიენტები
  • 1/2 ჭიქა კარაქი
  • 1 ჭიქა ყველა დანიშნულების ფქვილი
  • 1 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა ბალი
  • 3/4 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ყველა დანიშნულების ფქვილი
მომზადება მჟავე ბალი კარგად გავასუფთავოთ, დავკურკოთ და დავალაგოთ ჯამზე. ცალკე ჯამზე მოვათავსოთ ფქვილი, დავაყაროთ შაქარი, დავაყაროთ 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი, აურიოთ ერთმანეთში და დავასხათ რძე, კარგად რომ ავურევთ შეურიოთ მდნარი კარაქი და ცოტა კიდე ვურიოთ. შემდეგ ჯამში ჩავყაროთ 3/4 ჭიქა შაქარი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად რომ აურევთ ჩავყაროთ გასუფთავებული ბალი და ფრთხილად ავურიოთ. შემდეგ ბალი, შაქართან ერთად გადავიტანოთ რძიან მასაში, ისე რომ ბალი მთლიანად არ იფარებოდეს. შემდეგ შევდოთ ღუმელში და გაამოვაცხოთ. როდესაც მზად იქნება გადმოვიტანოთ თეფშებზე და თავზე დავადოთ ერთი სუფრის კოვზი საოჯახო ნაყინი. გემრიელად მიირთვით!