მარწყვი კრემით
  იგრედიენტები
  • 1 კგ მარწყვი
  • 8 უნცია ყველის კრემი
  • 1/2 ჩაის ჭიქა შაქარის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი
მომზადება მარწყვი გავასუფთაოთ კარგად, მოვაჭრათ მწვანე თავი და დავალაგოთ თავდაყირა. შემდეგ დანით მარწყვს თავი გაუჭრათ ოთხ ნაწილად. ცალკე ჯამზე მიქსერით ავურიოთ ერთმანეთს ყველის კრემი, შაქრის ფხვნილი და ფორთოხლის ლიქიორი. როდესაც კარგად შეიზილება ერთმანეთში, მარწყვს გაუხსნათ თავი და ნახევარი კოვზი კრემი კარგად ჩავტენოთ შიგნით. გემრიელად მიირთვით!