ყველის პიცა

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • საფუარი - 1/2 შეკვრა
  • შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • მარილი - 1 ჩაის კოვზი
  • შეგთავსისთვის:
  • ტომატის პასტა - 1/2 ჭიქა
  • ბულგარული წიწაკა - 1/2 ცალი.
  • ქამა  სოკო - 4-5 ცალი.
  • ყველი მძიმე - 150 გრ
  • ყველი dor-blu - რამდენიმე ცალი
  • ნახევრად მძიმე ყველი - 150 გრ

მომზადება

თასში მოათავსეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი, შაქარი, საფუარი და თბილი წყალი, ცოტა აურიეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი და დადგით შეფუთული თბილ ადგილზე 30-40 წუთის განმავლობაში. შიგთავსისთვის: დაჭერით ბულგარული წიწაკა წვრილად, გახეხეთ ყველი, ჭვრილად დაჭერით სოკოც. გაბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ ქაღალდიან ტაფაზე. მოასხით ტომატის პასტა, მოაყარეთ ყველი, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები. გამოაცხვეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 10 წუთი. გემრიელად მიირთვით!