იტალიური სალათი

ინგრედიენტები

  • მაკარონი - 200 გრ
  • ყველი - 200 გრ
  • ლორი - 200 გრ
  • წითელი პომიდორი - 100 გრ
  • ტკბილი ყვითელი წიწაკა - 1 ცალი
  • ოხრახუში - 5 გრ
  • რეჰანი- 5 გრ
  • კამა - 5 გრ
  • ზეთისხილი კურკის გარეშე - 30 გრ
  • მაიონეზი - 80 გრ

მომზადება

დაჭერით ყველი და ლორი პატარა ნაჭრებად, დაამატეთ თხლად დაჭრილი პომიდორი და კუბებად დაჭრილი ყვითელი წიწაკა. მოხარშეთ მაკარონი და შეურიეთ აღნიშნულ ინგრედიენტებს. დაამატეთ მაიონეზი, რეჰანი, კამა, ოხრახუში, დაჭრილი ზეთისხილი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!