,,მწვანე" სალათი

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 200 გრ
  • ახალი კიტრი (საშუალო ზომის) 3 ცალი
  • ქათმის მოხარშული კვერცხი 3 ცალი
  • მწვანე ბარდა 200 გრ
  • მაიონეზი 3 სუფრის კოვზი.
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • ნიორი (დიდი) 1 კბილი

მომზადება

კომბოსტო წვრილად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ. კიტრი კანიანად წვრილ, პატარა ზოლებად დაჭერით, მოხარშული კვერცხიც საშუალო ზომებად დაჭერით. მწვანილი წვრილად დაჭერით. ნიორი კი დაჭყლიტეთ. აღნიშნული ინგრედიენტები შეურიეთ ერტმანეთს თასზე, დაამატეთ ბარდა, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!