ხაჭოიანი ნამცხვარი მარწყვით

ინგრედიენტები

  • ფქვილი 200 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • ხაჭო 100 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კვერცხი გული 1 ცალი
  • ვანილის შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/3 ჩაის კოვზი
  • მარწყვის 200 გრ

მომზადება

ფქვილი შეურიეთ გამაფხვიერებელს. კარაქი ათქვიფეთ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად, დაამატეთ კვერცხი და კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ხაჭო და ათქვიფეთ კვლავ. ბოლოს კი ფქვილი. კარგად ათქვიფეთ. მიღებული ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ და შაქრის პუდრიან ტაფაზე. კარგად გადაასწორეთ და ჩააწყვეთ მარწყვი. ტაფა მოათავსეთ მაცივარში 1 საათი, შემდეგ კი გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. თავზე შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!