ფორთოხლის ლიმონათი

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი 2 ცალი.
  • შაქარი 300-400 გრ
  • ადუღებული წყალი(გაწმენდილი) 4 ლიტრი
  • ლიმონის მჟავა 0.5 ჩაის კოვზი

მომზადება

ფორთოხალს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ფორთოხალი შეაწყვეთ მაცივარში 3 საათი. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად და კანიანად დააბლენდერეთ. გადმოიღეთ თასზე და დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, გააჩერთ 10-15 წუთი. შემდეგ ქვაბში საწურის მეშვეობით ჩაწურეთ მხოლოდ წვენი. დაამატეთ 3 ლიტრი ცივი წყალი, შაქარი, ლიმონის მჟავა და კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი საათი. გემრიელად მიირთვით!