ქათმის ფილე შემწვარი ბოსტნეულითა და ნაღებით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 500 გრ
  • ყაბაყი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიახური  1-2 ცალი .
  • ნაღები (20%)  100 მლ
  • ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 60 მლ
  • კარაქი 60 გრ
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა

მომზადება

ქათმის ფილე გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ნიახური, სტაფილო და ყაბაყი პატარა კუბებად დაჭერით. ხახვი 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ სტაფილო, ყაბაყი და ნიახური. აურიეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ფქვილში ჩაყარეთ მარილი და პილპილი. ამოავლეთ ქათმის ფილე და შეწვით ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ტაფაზე 100 მლ თეთრი ღვინო, ბულიონი ან წყალი და წამოადუღეთ. დაამატეთ ნაღები, პილპილი, მარილი და 3-5 წუთის შემდეგ გადმოდგით. დაამატეთ შემწვარი ბოსტნეული და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!