მაკარონი სოკოთი, ხორცითა და სოუსით

ინგრედიენტები

  • მაკარონი (დიდი რგოლები, ან ნახევარწრეები) 200 გრ
  • ქათმის ფილე 100-150 გრ
  • ქამა სოკო 100-150 გრ
  • ყველი 100-150 გრ
  • ხახვი 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი
  • კარაქი
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა სოუსისთვის:
  • კარაქი 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • რძე 2 ჭიქა
  • მარილი
  • ახლად დაფქვული  წიწაკა
  • კამა

მომზადება

ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით ისიც პატარა ნაჭრებად.ხახვი წვრილად დაჭერით. ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ქათმის ფილე, 4 წუთის შემდეგ კი სოკო. დაამატეთ მარილი, პილპილი და გადმოდგით. სოუსისთვის: ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და ურიეთ. შემდეგ დაასხით რძე, ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება, სოუსი აადუღეთ და შემდეგ 5 წუთი გედგათ დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ მარილი, პილპილი. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი კამა. მაკარონი მოხარშეთ 8 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და აურიეთ ცოტა ზეთში, რათა მაკარონი ერთმანეთს არ მიეკროს. გამოტენეთ ხორციანი მასით და მოაწყვეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. მოასხით სოუსი და გამოცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველი და 5 წუთი კვლავ შეაბრუნეთ გაზქურაში. გემრიელად მიირთვით!