კვერცხი რძესა და არაჟანში

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი.
  • ყველი რბილი- 50 გრ
  • ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 2 ჩაის კოვზი
  • რძე 130 მლ
  • ხახვი 1 ცალი
  • გატარებული ნიგოზი- მწიკვი
  • კარაქი 40 გრ
  • მარილი
  • წიწაკა
  • ოხრახუში, კამა

მომზადება

კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და გაჭერით შუაზე. ხახვი დაჭერით პატარა კუბებად (შეგიძლიათ ნიორიც) და მოშუშეთ კარაქში. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, აურიეთ, დაასხით რძე, დაამატეთ მარილი და პილპილი, ცოტახნის შემდეგ დაამატეთ გატარებული ნიგოზი და არაჟანი, წამოადუღეთ და გადმოდგით. დაჭრილი კვერცხი მოაწყვეთ გამოსაცხობ ფორმაში და ჩაასხით რძიანი მასა. თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი და კარაქის პატარა ნაჭრები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.