ფორთოხლიანი ჟელატინი

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი 5 ცალი
  • შაქარი 6-8 სუფრის კოვზი
  • ჟელატინი 25 გრ
  • წყალი 150 + 150 მლ

მომზადება

ჟელატინი გახსენით 150 მლ ცივ წყალში და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ცხელი წყლის ორთქლზე მოათავსეთ და ურიეთ. ფორთოხალი გაჭერით 2 ნაწილად და გამოასუფთავეთ, მხოლოდ კანი უნდა დარჩეს. გამოსუფთავებულ რბილობს გამოაწურეთ წვენი, დარჩენილი მასა კი ჩაყარეთ 150 მლ წყალში, დაამატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. მოხარშეთ. მიღებული მასა შეურიეთ ფორთოხლის წვენსა და ჟელატინს. ჩაასხით გამოსუფთავებულ ფორთოხალში და შედგით მაცივარში. კარგად რომ გამყარდება დაჭერით. გემრიელად მიირთვით!