ბოსტნეულის ტოლმა

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1 საშუალო თავი
  • ბრინჯი (მშრალი) 100-120 გრ
  • პომიდორი (სურვილისამებრ) 1-2 ცალი
  • ხახვი 1-2 ცალი.
  • სტაფილო 1-2 ცალი.
  • ქამა სოკო 150-200 გრ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • ტომატის პასტა ან კეტჩუპი 1-2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში, კამა
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა მოსახარშად:
  • ტომატის პასტა ან კეჩუპი 3-4 სუფრის კოვზი
  • წყალი 0.5-0.75 ლიტრი
  • მარილი

მომზადება

კომბოსტოს ფურცლები მოაცალეთ და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, გააჩერეთ 2-3 წუთი. ბრინჯი მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, სოკო დაჭერით წვრილად, პომიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით კუბებად, ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად, მწვანილიც წვრილად დაჭერით, ხახვი გაასუფთავეთ და ასევე წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ცხიმიან ტაფაზე მოშუშეთ ხახვი 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ სტაფილო და კვლავ განაგრძეთ შეწვა 3 წუთის განმავლობაში, ხახვი და სტაფილო გადმოყარეთ თასში და იმავე ტაფაზე, იმავე ზეთში შეწვით სოკო 4 წუთის განმავლობაში. თასში ჩაყარეთ: ბრინჯი, ხახვი სტაფილოსთან ერთად, სოკო, პომიდორი, ნიორი, მწვანილი, მარილი, პილპილი, ტომატის პასტა ან კეჩუპი და კარგად აურიეთ. აღნიშნული ნარევი მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლებში ( საშუალოდ 1-1,5 სუფრის კოვზი მასა ერთ ფურცელში) და გადაახვიეთ ისე, რომ არ გამოვიდეს. თითოეული ტოლმა ჯერ შეწვით 2 წუთის განმავლობაში მცენარეულ ზეთში ყველა მხრიდა, შემდეგ ტომატის პასტიან წყალში ჩაყარეთ და მოხარშეთ 30-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!