სახლში დამზადებული შაურმა

ინგრედიენტები

  • 1 ცალი შაურმისთვის:
  • მაიონეზი, კეტჩუპი, ნიორი გემოვნებით
  • შემწვარი ხორცის ნაჭერი 1 ცალი
  • თეთრი კომბოსტო გემოვნებით
  • ახალი კიტრი 1/4 ცალი (საშუალო)
  • ახალი პომიდორი 1/4 ცალი (საშუალო)
  • ხახვი 1/4 ცალი
  • ლავაში 1 ცალი

მოზადება

კომბოსტო წვრილად დაჭერით. ხახვი და პომიდორი დაჭერით ნახევარწრეებად, კიტრი და ხორცი კი პატარა, ჭვრილ ნაჭრებად. მაიონეზის, კეჩუპისა და ნივრისგან გააკეთეთ სოუსი, წაუსვით ლავაშს. ერთ კუთხეში მოაყარეთ კომბოსტო, კომბოსტზე დაადეთ ხორცი, შემდეგ ხახვი, ცოტა სოუსი, შემდეგ კიტრი , ბოლოს კი პომიდორი. კარგად გადაახვიეთ და გემრიელად მიირთვით!