ორცხობილა ,,ვარდი"

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • ფქვილი 2.5 ჭიქა
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • კარაქი 100 გრ
  • ვანილი 10 გრ
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • კვერცხის გული 3 ცალი
  • მარილი მწიკვი შიგთავსი:
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • შაქარი 3/4 ჭიქა

მომზადება

კვერცხის ცილა და გული გამოაცალკევეთ. ცილა ცოტახნით მოათავსეთ მაცივარში. მიქსერში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი, არაჟანი, კარაქი, ვანილი, გამაფხვიერებელი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ და ნელ-ნელა შეაზავეთ ფქვილი. მიღებულ ცომს შემოახვიეთ ცელოფანი და გააჩერეთ მაცივარში 30 წუთი. კვერცხის ცილა და შაქარი ერთად ათქვიფეთ, შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან ცომი, გაყავით სამ ნაწილად, გააბრტყელეთ და თითოეულს წაუსვით ბეზე. გადაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დააწყვეთ ცხიწასმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!