სომხური ქადა

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • სოდა 2 გრ
  • ფქვილი 200-250 გრ
  • კარაქი 100 გრ შიგთავსისთვის:
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 70 გრ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • ვანილი 2 გრ თავზე წასასმელად:
  • კვერცხი გული 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი

მომზადება

ფქვილი და გამდნარი კარაქი აურიეთ, დაამატეთ კვერცხის გული, არაჟანი, სოდა და მოზილეთ ცომი. ცომი ხელზე არ უნდა გეკროდეთ. შიგთავსისთვის ფქვილი, კარაქი, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ. გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ მთელ სიგრძეზე ნაზავი. გადაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. თავზე წაუსვით რძე+კვერცხის გული ერთად არეული და კვლავ შედგით გაზქურაში 5 წუთი. გემრიელად მიირთვით!