პომიდვრის სოუსი

ინგრედიენტები

  • პომიდორი 5-6 ცალი
  • ხახვი 0.5-1 ცალი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • შაქარი (გემოვნებით) 1 ჩაის კოვზი
  • ახალი ან ხმელი მწვანილი (ოხრახუში, ქინძი,  როზმარი და სხვ.)
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა

მომზადება 

პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბებად. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ დაჭრილი ნიორი და კვლავ განაგრძეთ შეწვა.  ხახვიან ტაფაზე ჩაყარეთ პომიდორი, დაადგით მაღარ ცეცხლზე და აურიეთ კარგად, დაამატეთ პილპილი, მარილი, შაქარი, შემდეგ დაამატეთ მწვანილი და 10-15 წუთის შემდეგ გადმოდგით. გემრიელად მიირთვით!