სახლში დამზადებული მაიონეზი კვერცხის გარეშე

ინგრედიენტები

  • რძე (ოთახის ტემპერატურა 1.5% ცხიმი)  150 მლ
  • მცენარეული ზეთი ( 150 მლ ზეითუნის ზეთი და 150 ჩვეულებრივი ბოსტნეულის) 300 მლ
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი (ან გემოვნებით)

მომზადება

რძე და ზეთი ათქვიფეთ ბლენდერში მანამ, სანამ ბლანტ სითხეს არ მიიღებთ, დაამატეთ მარილი, მდოგვი, ლიმონის წვენი და შეგიძლიათ ასევე მწიკვი შაქარი. განაგრძეთ თქვეფა. შეგიძლიათ ასევე დაამატოთ ცოტა მწვანილი. გემრიელად მიირთვით!