იტალიური ნუგა

ინგრედიენტები

  • თაფლი 200 გრ
  • შაქარი 125 გრ
  • მიწის თხილი 250 გრ
  • კვერცხის ცილა 1 ცალი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის კანი 1/2 ცალი.
  • ცუკატები სურვილისამებრ

მომზადება

თეთრი თაფლი გაადნეთ, დააყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ურიეთ 20 წუთის განმავლობაში. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად და ნელ-ნელა შეაზილეთ მიქსერით თაფლიან მასას. დაამატეთ ვანილი და კვლავ განაგრძეთ თქვეფა. მასა უნდა გახდეს სქელი. შემდეგ აურიეთ მიწის თხილი. მოაყარეთ შაქრის პუდრა ფორმას, რომელშიდაც უნდა მოათავსოთ ნუგა, გადაიტანეთ მასა და თავზე მოაყარეთ ლიმონის ცედრა. გააჩერეთ ცივ ადგილზე, ცოტახნის შემდეგ კი გადაიტანეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!