სუფი მდნარი ყველითა და ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

  • ქათმის 500 გრ
  • დამუშავებული ყველი 200 გრ
  • კარტოფილი 4 ცალი.
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 2-3 ცალი.
  • მწვანე ხახვი
  • კამა
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

ქათმის ხორცი მოათავსეთ წყლიან ქვაბში და აადუღეთ. დაამატეთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი და ჩააგდეთ 1 მთლიანი ხახვი, (გაფრცქვნილი) და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. კარტოფილი და ხახვი დაჭერით კუბებად, სტაფილო გახეხეთ. კარაქიან ტაფაზე მოშუშეთ სტაფილო და ხახვი ერთად. ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი, ხახვი და დაფნის ფოთოლი და შიგ ჩაყარეთ კარტოფილი მოსახარშად. 7-8 წუთის შემდეგ კი კუბებად დაჭრილი დამუშავებული ყველი. შემდეგ ჩაყარეთ კვლავ ხორცი, ხახვიანი და სტაფილოიანი მასა, მარილი , წიწაკა, დაჭრილი მწვანილი და კვლავ წამოადუღეთ. გემრიელად მიირთვით!