საზამთროს ცუკატი

ინგრედიენტები

  • საზამთროს ქერქი 1 კგ
  • შაქარი- 1,2 კგ
  • წყალი 750 მლ

მომზადება

საზამთროს კანს მოაჭერით მწვანე ნაწილი და დანარჩენი დაჭერით პატარა კუბებად. მოათავსეთ თასში, დაამატეთ ცივი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. შაქარს დაასხით წყალი, აადუღეთ და დაასხით საზამთროიან მასას და გააჩერეთ 8-12 საათი. შემდეგ კვლავ ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით და რომ განელდება კვლავ აადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ სიროფი და საზამთროს ქერქის ნაჭრები გადმოყარეთ ქაღალდზე ისე, რომ არ მიეკროს ერთმანეთს. გააჩერეთ რამდენიმე საათი და გემრიელად მიირთვით!