ხილის დესერტი

ინგრედიენტები

  • მარწყვის 150 გრ
  • კივი 2 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • შაქარი 50 გრ
  • ხაჭო 300 გრ
  • ნაღების იოგურტი 150 მლ
  • შაქრის ფხვნილი 50 გრ
  • ვანილი 1/3 პაკეტი
  • შოკოლადი 50 გრ

მომზადება

კივი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად, ფორთოხალიც პატარა ნაჭრებად დაჭერით. მარწყვი შაქართან ერთად დააბლენდერეთ. შემდეგ წამოადუღეთ. ხაჭო, იოგურტი, შაქრის ფხვილი, ვანილი შეურიეთ ერთმანეთს. შოკოლადი გაადნეთ წყლის ორთქლზე და დაამატეთ აღნიშნული მასის ნახევარს. ჯერ ჩაასხით თასში შოკოლადის გარეშე ნაზავი, მოაყარეთ ფორთოხალი, მარწყვი, შემდეგ შოკოლადიანი მასა და კივი. ბოლოს კვლავ თეთრი მასა. გააფორმეთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!