ქათმის კანჭი ფენოვან ცომში

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი 500 გრ
  • ქათმის კანჭი 5-6 ცალი
  • ყველი 200-250 გრ
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი
  • ახლად დაფქული წიწაკა

მომზადება

გარეცხეთ ქათმის კანჭი, შემდეგ გაამშრალეთ კარგად. მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი აურიეთ ერთმანეთ. ყველი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ ქათმის კანჭში კანსა და ხორცს შორის. მარილისა და წიწაკის ნარევიც წაუსვით. ფენოვანი ცომი დაჭერით ზოლებად და შემოახვიეთ ქათმის კანჭს. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!