ჭარხლისა და კიტრის სალათი მაიონეზით

ინგრედიენტები

  • ჭარხალი (მოხარშული) 2 ცალი (პატარა)
  • ახალი კიტრი 1 ცალი
  • პიკელებული კიტრი 1 ცალი
  • მწვანე ხახვი  5-6 ცალი
  • მარილი
  • მაიონეზი
  • მწვანილი სურვილისამებრ

მომზადება 

კიტრი გაასუფთავეთ. პიკელებული კიტრიც და ახალი კიტრიც დაჭერით კუბებად, კუბებად დაჭერით ასევე ჭარხალი.წვრილად დაჭერით ხახვი და მწვანილი, მოათავსეთ ყველაფერი თასში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა გემოვნებით, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!