ბადრიჯნისა და პომიდვრის სალათი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი საშუალო ზომის 2 ცალი
  • პომიდორი 3-4 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მაიონეზი
  • ოხრახუში
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

ბადრიჯანი დაჭერით ნახევარწრეებად, დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კარგად გაწურეთ, კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და წიწაკასთან ერთად, მოასხით ბადრიჯანს და შეწვით. პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად, ხახვი რგოლებად. მოათავსეთ ბადრიჯანი თასში, დააყარეთ პომიდორი, ხახვი, ოხრახუში, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!