ღორის თავ-ფეხის საცივი
  მასალა
  • ღორის თავ-ფეხი 4 კგ
  • ხახვი 4-5თავი
  • სტაფილო 3-4 ცალი
  • ძმარი 0.5 ჩაის ჭიქა
  • დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი
  • ნიორი 1 თავი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება ღორის თავ ფეხი გავასუფთაოთ რაც შეიძლება კარგად. ფეხები გავჭრათ შუა შუა, თავი კი გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდადნ, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილები და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ძემოდან დავაწუროთ თავისი ნახარში და ავადუღოთ. ადუღებისას შევანელოთ მარილით და დანაყილი ნივრით. კერძის გაფორმების მიზნით, მოხარშული სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ განიერ ჭურჭელში, დავასხათ ზემოაღნიშნული ნახარში და გავაცივოთ. როცა გამაგრდება დავჭრათ, გადმოვაბრუნოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე სუფრაზე მისატანად. გემრიელად მიირთვით!