სოკოს წვნიანი შეჭამანდი
  მასალა
  • სოსკო 500 გრამი
  • კარაქი 30 გრამი
  • ნიგოზი 200 გრამი
  • ხახვი 2-3 თავი
  • სიმინდის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
მომზადება საჭმელად ვარგისი სოკო ( ან ხმელი სოკო) გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ მოსახარშად. როცა კარგად მოიხარშება, გავწუროთ, დავჭრათ თხლად,ასანთის ღეროების მსგავსად,კარაქში მოვშუშოთ დაკეპილი ხახვი, ათი წუთის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი სოკო და კიდევ ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ბლომად სოკოს ნახარში.ადუღებისას ჩავუმატოთ სოკოს წვენში გახსნილი გაცრილი სიმიდის თეთრი ფქვილი. შევაზაოთ დანაყილი ნიგოზით,ახალი ქინძით,კამით, ოხრახუშით,წიწაკით, ნიორით, მარილით. გემრიელად მიირთვით!