სალათი ქათმის ფილეთი და ანანასით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე (მოხარშული) 200 გრ
  • დაკონსერვებული ანანასი 150-200 გრ
  • ყველი 70 გრ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • მაიონეზი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

ქათმის ფილე წვრილად დაჭერით, ანანასი კუბებად. გახეხეთ ყველი , თასში მოათავსეთ ქათმის ფილე, ანანასი, ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და დაამატეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!