ინდაურის საცივი აჭარულად
  მასალა
  • 1 ც ინდაური
  • 400 გრ ხახვი
  • 3-4 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 3 ც კვერცხი
  • ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი და მარილი -გემოვნებით
მომზადება გასუფთავებული გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი, ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული, კარგახანს ვნაყოთ. შემდეგ ამაშივე აურიოთ ცალკე კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაციოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი. გემრიელად მიირთვით!