როგორ  მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები
როგორ  მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები

ხშირად ჩვენი დიდი ძალისხმევისა და ათასგვარი დიეტის მიუხედავად, წონაში ვერ ვიკლებთ. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება  ეფექტურად დავიკლოთ ისე, რომ ჯანმრთელობასაც არ ვავნოთ:

1. ამოიღეთ რაციონიდან მავნე საკვები

დაგეგმეთ დღე, როდესაც ახლობლებთან ან მეგობრებთან ერთად უარს იტყვით მაღალკალორიულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო საკვებზე. ნელ-ნელა დღეების რაოდენობა, როცა კონკრეტულ საკვებს არ შეჭამთ, გაზარდეთ.

2. შეამცირეთ ულუფები

არ არის საჭირო ერთ ჭამაზე უზარმაზარი ულუფა მიიღოთ. გაყავით რამდენიმე ნაწილად და პერიოდულად მიირთვით.

3. ნაკლები დრო გაატარეთ სოციალურ ქსელში

თავი შეიკავეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული საკვების ფოტოებისა და ვიდეო რეცეპტების ნახვისგან. მათი მიზანი ადამიანებში შიმშილის გრძნობის აღძვრა და ქმედების წაქეზებაა.

4. შეცვალეთ პროდუქტების სია

დიახ, უმჯობესია სოსისის ნაცვლად ბროკოლი იყიდოთ, ხოლო თუ ის აღნიშნული იქნება თქვენი საყიდლების სიაში,  დიდი შანსია, რომ უფრო მიაქცევთ ყურადღებას.

5. უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე

ამის გაკეთება ნელ-ნელა შეგიძლიათ. მაგალითად, ერთ თვეში უარი თქვით გაზიანი სასმელების დალევაზე, მეორე თვეში არ შეჭამოთ ბურგერი და ასე შემდეგ.

6. ნუ დააცარიელებთ მაცივარს

უმჯობესია მაცივარი ჯანსაღი საკვებით გქონდეთ სავსე. თუ ის ცარიელია, აუცილებლად მოგინდებათ მაღაზიაში წასვლა, სადაც დიდი შანსია, რომ არაჯანსაღი პროდუქტი იყიდოთ.

7. არ შეჭამოთ ტელევიზორის ყურების დროს

ამ დრო შესაძლებელია იმაზე მეტი შეჭამოთ ვიდრე საჭიროა ან რეალულად გსურთ.